პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა

პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა

20 თებერვალს საქართველო სპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენის „ხელოვნებამართავს“ გახსნას, რომელსაც „არტარეა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთა ნერთად პრეზიდენტის სასახლეში აწყობს.

ღონისძიებაზე 19:00 საათზე დაიწყებადა მოწვეულ სტუმართაშორის არიან მთავრობის, დიპლომატიური  კოუპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

პრეზიდენტისსასახლე, რომლისჰოლში 50-მდე ქართველი ხელოვანის  ნამუშევრები (ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი, ინსტალაცია) განთავსდება, ექსპოზიციას 23 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.

21 თებერვლიდან გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლება.

გთხოვთმოგვაწოდოთიმჟურნალისტთა, ოპერატორთადაფოტორეპორტიორთა გვარები, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებას გააშუქებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599249415 სოფო ჯაჯანაშვილი, 577777981 მაია კობახიძე