საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი ჰენრი კერალი და მთავარი ეკონომისტი ჰანს თიმერი მიიღო.

უპირველესად, სტუმრები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით, „საქართველო 2020“ პროექტით დაინტერესდნენ.

შეხვედრისას, მხარეებმა ის გამოწვევები განიხილეს, რომელთა წინაშეც ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით დგას. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ ურთიერთობას. იმსჯელეს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნებს შორის გამოცდილებას გაზიარების მიმართულებით.

როგორც მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს თიმერმა განაცხადა, შეხვედრისას ყურადღება საკითხთა ფართო სპექტრის შესახებ გაამახვილეს.

„საუბარი შეეხო ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოების მაგალითებს, გლობალური ეკონომიკის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან დავინახეთ მზაობა, სხვა სახელმწიფოების გამოცდილება საქართველოშიც გაიზიარონ, რაც მეტად დასაფასებელია“, - განაცხადა ჰანს თიმერმა.