კულტურული ღონისიძიებები პრობაციონერებისთვის

კულტურული ღონისიძიებები პრობაციონერებისთვის

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით, კანონთან კონფლიქტში მყოფი რუსთაველი ახალგაზრდებისთვის კულტურული ღონისძიებები ჩატარადა.

არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები, თანატოლებთან ერთად, ექსკურსიაზე ბოლნისის სიონში, დმანისის სიონში და ნაქალაქარში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა დააათვალიერეს უძველესი სასულიერო კერები და სხვა ისტორიული ადგილები, გაესაუბრნენ ამ ტაძრებში მოღვაწე საეკლესიო პირებს.

პრობაციონერები რუსთავის ახალგაზრდული ცენტრში გამართულ გამოფენასაც დაესწრნენ, სადაც ადგილობრივი მოზარდების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები იყო გამოფენილი.

ღონისძიებები ჩატარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ პიროვნულ განვითარებას.