ლუდი "ზედაზენი" და ლუდი König Pilsener ოქროს მედლითა და 2014 წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტულით დაჯილდოვდნენ.
რუსეთში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე ს.ს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
პირველად ქართული წარმოების ისტორიაში საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა PROD EXPO-ზე ერთდროულად რამდენიმე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. PROD EXPO რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
ქართველი მწარმოებლების განცხადებით, გამოფენაზე მნიშვნელოვანი გარიგებები დაიდო და გაფორმდა რამდენიმე პრინციპული შეთანხმება ეროვნული პროდუქციის რუსეთში ექსპორტირების პერსპექტივით.
10-14 თებერვალს გამართულ ფორუმზე 63 ქვეყნის 2300-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.