„ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“

„ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“

19 თებერვალს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის  800  სამედიცინო  და სოციალური მუშაკისთვის ტრენინგები  ჩატარდა,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანსაღი გარმოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

ტრენინგების მონაწილეები ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობების, თვითდაზიანების,  ადამიანის იმუნო დეფიციტის და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს გაეცნენ. ხუთდღიან, ინტერაქტიულ ტრენინგეზე ყურადღება პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე, საერთაშორისო სტანდარტებსა თუ სამართლებრივ დოკუმენტებზე გამახვილდება.  ტრენინგი მიზნად  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებაში განთავსებული  ბრალდებული და მსჯავრდებული 10 000-მდე პირისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ტრენინგის პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ამავე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და  პირველ ეტაპზე 160 სამედიცინო  და 160 სოციალური მუშაკის გადამზადებას ითვალისწინებს.

ტრენინგები 2014 წლის 19 თებერვალს  დაიწყო  და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.