დღეს, საქართველოს პარლამენის შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ადამიანი პარლამენტისგან ხუდონჰესის მშებელობის შეჩერებას და სათანადო აქტის გამოცემას მოითხოვდა. ისინი მოითხოვენ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 მარტამდე, შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიიღოს, რომლის თანახმად ხუდონჰესისი მშენებლობა აიკრძალება.
აქციას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა. ცაგარეიშვილი ხაიშელებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დაჰპირდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ იმპერატიული დათქმები შედეგებს არ მოიტანს და შედეგამდე მისვლა დიალოგის გზითაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით ქვეყნისთვის გიგანტური თუ მცირე ჰესების არსებობა აუცილებელია თუმცა, ეს ყველაფერი ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა მოიხდეს.