სამშაბათს, 18 თებერვალს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, არასამთავრებო ორგანიზაცია რა და რამის ორგანიზებით გაიმართება დებატები - დისკუსია ტონი ჯატის წიგნზე “უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას”. ძირითადი მომხსენებლები სტუდენტები: ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ხატიაშვილი, ირაკლი ირემაძე და სოფო შუბითიძე არიან, ხოლო მოდერატორი პოლიტოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი.
მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე “უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას” ქართულ ენაზე რადარამის მიერ ახალი ტირაჟით გამოიცა.
"რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებითი, ბიოგრაფიული, ტექნიკური და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. რადარამის მიზანია შეუქმნას ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას.