საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე, ფორუმ.ჯი-ზე გამოკითხვა 1 თებერვალს დაიწყო. კითხვას "ხართ თუ არა მომხრე აშენდეს ხუდონი?“ 1000-ზე მეტმა ადამიანმა გასცა პასუხი.
გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ 68,83 პროცენტი, ხუდონჰესის აშენების მომხრეა და მხოლოდ 31,17% - წინააღმდეგი.
გამოკითხვის პარალელურად თბილისის მაღალინტელექტუალური ფორუმის წევრებმა დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. 1000-ზე მეტი კომენტარიდან, ისევე როგორც გამოკითხვის შედეგებში, ხუდონჰესის აშენების მომხრეთა პოზიციები ჭარბობს.