სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო რამდენიმე სუპერმარკეტი დააჯარიმეს. ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე შპს "ვეჯინი 50"-ის მარკეტ "ვეჯინში", მუხიანში - შპს "მეტეორას" სუპერმარკეტ "ვეჯინსა" და შპს "კონტინენტალის" უნივერსამში სხვადასხვა დასახელების სურსათს არ ჰქონდა ქართული წარწერა, რაც,  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით.