დღეს დასრულდა კონსულტაციები თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტრანსპორტის სფეროში შექმნილი სიტუაციის თაობაზე, რომელსაც რუსთავის მერი დავით ჯიქია დარგის სპეციალისტებთან რამოდენიმე დღის განმავლობაში მართვადა. დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.
ქალაქ რუსთავის თვითმმართველობა კონკურსს აცხადებს რუსთავი–თბილისის მიმართულებით მოქმედ გადამზიდევებზე. „10 თებერვალს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულომ განიხილა და მიიღო შიდასაქალაქო და რუსთავი–თბილისის ხაზის გადამზიდავებისთვის კონკურსის ჩატარების წესი, რასაც წინ უძღვოდა ხსენებულ მარშრუტზე მომუშავე მძღოლების გაფიცვა, რამაც რამოდენიმე საათით გააჩერა მიმოსვლა რუსთავსა და თბილისს შორის. გაფიცვა დღის ბოლომდე გაგრძრელდა, რითაც მათ უხეშად დაარღვიეს თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების პირობები. მე იმავე საღამოს მქონდა შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ ამ ქმედებით, მათ თვითმმართველობას მოუჭრეს ყველა გზა და გამოაცალეს ყველა კანონიერი საფუძველი იმისათვის, რომ გარკვეული ვადით მაინც შეეკავებინა თავი კონკურსის ჩატარებისგან.
ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ამ სფეროს ყველა სპეციალისტთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, კონკურსი გმოცხადდება რუსთავი–თბილისის მარშრუტზე. მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ კონკურსის ჩატარების წესში პირდაპირ არის მითითებული საზოგადოებისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. პირველი, რომ არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ტრანსპორტის ფასის ზრდა და მეორე–ნებისმიერი კომპანია ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ კონკურსში, ვალდებული იქნება დაასაქმოს ის მძღოლები, რომლებიც დღეს მუშაობენ რუსთავ–თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკრო ავტობუსებზე, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილს თვითონ მძღოლები გამოთქვამენ.
მე აბსოლიტურად მესმის ის გარემოება, რომ მიუხედავად ამისა, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი მინი ავტობუსებით მუშაობენ აღნიშნულ ხაზზე, მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ამ საკითხზეც ვმუშაობთ და მაქსიმალურად შვეცდებით, რომ ეს ადამიანები არ დაზარალდნენ.
კონკურსი ამ ეტაპზე არ გამოცხადდება შიდასაქალაქო ხაზებზე, იმ მოტივით, რომ შიდასაქალაქო ხაზებზე მომუშავე გადამზიდავები, რუსთავი–თბილისის ხაზიზგან განსხვავებით, რეალურად არ არიან მზად ამ კონკურსისთვის და კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ჩვენ მართლაც ჩავაყენებდით მათ არათანაბარ პირობებში სხვა კომპანიებთან შედარებით. „–განაცხადა რუსთავის მერმა.
წესი, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება კონკურსი, რუსთავის საკრებულობ 10 თებერვალს მიიღო, რასაც წინ უსწრებდა რუსთაველი მძღოლების გაფიცვა. მძღოლები კონკურსის 5 წლის ვადით გადადებას ითხოვდნენ.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ თუ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მძღოლები კვლავ გამოაცხადებენ გაფიცვას, თვითმმართველობა მზად არის იმისთვის, რომ აღნიშნულ ხაზზე მგზავრების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს, გარადა ამისა, ასეთ შმთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას გაფიცვის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება და შეწყვიტოს ხელშეკრულება მათთან.