30 წლის თამარ გოიშვილს ყველა ჩვენგანის დახმარება სჭირდება. ისევე, როგორც ეს უამრავ სხვა შემთხვევაში შევძელით.
ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს დიტო ცინცაძის, გიორგი ყორღანაშვილის და სხვა ბევრი მაგალითი, როდესაც საზოგადოება გაერთიანდა და მოახერხა ის, რაც ერთად დგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
თამარის, როგორც მეგობრები ეძახიან, თათუკას შემთხვევაც ასეთივე სამაგალითო უნდა გახდეს.
თამარი ქიმიოთერაპიის კურსს თბილისში ჩაიტარებს, მაგრამ სხივური თერაპიისთვის, რომელიც ხოჩკინის ლიმფომის განსაკურნად აუცილებელია, საზღვარგარეთ გამგზავრება და საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო.
ამ თანხის მოგროვებაში უკვე მთელი საქართველო ჩაერთო, თათუკას მეგობრები გაერთიანდნენ და იგეგმება უამრავი აქცია ამ თანხის შესაგროვებლად.
სტატიის ქვემოთ მითითებულია რეკვიზიტები, სადაც თითოეულ თქვენგანს თუნდაც მცირე თანხის გადარიცხვა შეუძლია. იმედი გვაქვს, ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 1 წლის ნუციკო და 5 წლის სანდრო ჰყავს...
დავეხმაროთ ორი შვილის დედას. ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენას!..
ბანკი რესპუბლიკა Swift : REPLGE22
IBAN : GE53BR0000010749624049]
მიმღები: თამარ გოიშვილი