„for-ge”-სთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში გეგუთის დაწესებულების თანამშრომლები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციის გავრცელებას აპირებენ.
For.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ გეგუთის დაწესებულების ზოგიერთი თანამშრომელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაწესებულებაში განვითარებული მოვლენების მიმდინარეობისას, ხელს უწყობდა პატიმრების მღელვარებას და სიტუაციის გამწვავებას, ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას და აზვიადებდნენ იქ არსებულ მდგომარეობას.
მისი თქმით, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმირების პროცესი დაწესებულების ზოგიერთ თანამშრომელსაც არ აძლევს ხელს, რადგან ისინი მსჯავრდებულებთან ერთად ჩართულნი იყვნენ კორუფციულ სქემებში.
„აღნიშული პირები გეგმავენ, მიმართონ მედიასაშუალებებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს და დეზინფორმაციის გავრცელებით მოახდინონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაცია“ - ამბობს for.ge-ს წყარო.
„for-ge”-მ აღნიშული ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამოწმა.
სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას ფლობენ, თუმცა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.