" კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ხუდონჰესის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები. სოფელ ხაიშში, ადამიანთა უმრავლესობას სურვილი აქვს, ხუდონჰესის პროექტი განხორციელდეს. " - განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
მინისტრი პროექტის ფარგლებში "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ჟურნალისტებს შეხვდა. მედიასაშუალებების უმეტესობამ კითხვა ხუდონჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასვა.