საქართველოს პრეზიდენტის პირველი  ოფიციალური ვიზიტი  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღესდაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად ზაგულბას სასახლეში გაემართა, სადაც პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს. ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონის მონახულებით დასრულდება, სადაც ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება. 

საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიადძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანიივანე მაჭავარიანი.

დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.