არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ორგანიზებით სასტუმრო „მარიოტში“ გაიმართა შეხვედრა–დისკუსია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით. შეხვედრის თემა იყო ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული სარგებელი.
ექსპერტების მხრიდან მოხდა პროექტის შეფასება, როგორც ენერგეტიკული, ისე ფინანსური, გარემოს დაცვისა და სამხედრო თვალსაზრისით. შეხვედრაში მონაწილეობას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც“ (აფბა) იღებდა.
„ჩვენმა არასამთავრობომ უკვე დიდი ხანია დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას იმ ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარე რასაც ქვეყანა ამ ჰესის აშენებით მიიღებს.
დისკუსია ძალიან საინტერესო რეჟიმში წარიმართა. მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი. იმედი მქონდა, რომ დოკუმენტურად დასაბუთებულ შეფასებებს მივიღებდი იმისათან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ხუდონჰესი. სამწუხაროდ, ხუდონჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ჩატარებული კვლევები, შესაძლოა ზუსტი არ იყოსო. აქ საუბარია მსოფლიო ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელთა კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, ამ კვლევების ჭეშმარიტება სახლემწიფო სტურქტურებს თავისუფლად შეუძლიათ გადაამოწმონ.
რაც შეეხება ეკონომიკურ გათვლებს, ამ პროექტის ფინანსური მასშტაბები მართლაც შთამბეჭდავია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეკონომიკური კუთხით შეხვედრაზე ხუდონჰესის საწინააღდმდეგო არგუმენტები არ მომისმენია. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ კვლევების საფუძველზე, რაც ჩატარებულია და იმ ფინანსური სარგებლის გათვალისიწნებით რასაც საქართველო მიიღებს ამ პროექტის განხორციელებით, ხუდონჰესი უნდა აშენდეს“, – აღნიშნა აფბას ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.