მირონ ფირცხელანი: „ხაიშელები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან“

მირონ ფირცხელანი: „ხაიშელები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან“

დღეს, თბილისი მერიოტში გამართულ დისკუსუაზე, სადაც ენერგეტიკოსები, ეკონომისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხუდონჰესის აშენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობდნენ, ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმა განაცხადა, რომ ხაიშელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

„მე იქ გახლდით, დილას ჩამოვედი სვანეთიდან. გუშინ გამართულ შეკრებაზე სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა საქმე კინაღამ სისხლისღვრამდე მივიდა - თემების დაპირისპირებამდეა მისული. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ შეკრებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.“ - განაცხადა მირონ ფირცხელანმა.