პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკ ავსტრიასა“ (HWA) დაიძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის, HWA-ს რეგიონული მენეჯერისნიკოლ მარია ბაუერისა და „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაშვილის მიერ ხელმოწერილიდოკუმენტი მიზნად ისახავს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობითმსჯავრდებულთა ფსიქო-სარებილიტაციო ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას, აგრეთვე,მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის ხელშეწყობას.
მემორანდუმის თანახმად, ორი წლის განმავლობაში 160 პრობაციონერი გაივლის პროფესიულგადამზადებას (ლითონის და ხის დამუშავება, ბიზნესმენეჯმენტი). გარდა პრობაციონერებისა,პროექტში ჩართული იქნება 40 მოხალისე-მენტორი. გადამზადების პროცესში გათვალისწინებულიაპირობით მსჯავრდებულთა კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მისმა ხელმომწერმა მხარეებმა გორში განსახორციელებელიპროექტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტო, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროექტებისმხარდაჭერის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო, არასამთავრობო დასაგანმანათლებლო ორგანიზაციასთან.