საქართველოში გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველოში გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართება

ამ დრომდე საქართველოში გერმანული ინვესტიციები თითქმის არ შემოსულა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი, გერმანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.

გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტის შეხვედრისას იქნა მიღებული. გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანება BDI-ში 37 დარგობრივი ასოციაცია შედის, რომლებიც წარმოების თითქმის ყველა დარგს მოიცავენ. მასში გაერთიანებულია დაახლოებით 100 000 კომპანია, რომლებშიც ჯამურად 8 მილიონი ადამიანია დასაქმებული. BDI-ს წევრები არიან კომპანიები: Audi; Volkswageni; MAN; Brabus; Lufthansa; Airbas.