დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი დავით ნარდაია იქნება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ნარდაია იქნება. დავით ნარდაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილია, ნარდაიას დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია.
დავით ნარდაია 33 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. გააჩნია მაგისტრის ხარისხი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში (აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი). 2009 წლიდან სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. ამასთან, 1999 წლიდან თამაშობს კლუბში "რა? სად? როდის?"
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტი ვაკანტურია. თავის დროზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიტანეთში ელჩად თედო ჯაფარიძე წარადგინა. თუმცა ჯაფარიძე იმ ელჩობის კანდიდატთა შორის აღმოჩნდა, ვის წარდგენაზეც ყოფილმა პრეზინდეტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა. ამ თემით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, მოგვიანებით ჯაფარიძემ ელჩობაზე თავად თქვა უარი.
მოქმედი კონსტიტუციით ელჩის დასანიშნად პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. მარგველაშვილი ელჩებს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს.