29 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში (მის: წერეთლის გამზ. 95ა) სს „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწერება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის და „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორობის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს მოაწერენ მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და „წყალი მარგებელის“ დირექტორი გია გოგოლაძე.
პრესკონფერნციაზე, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, კომპანიისა და ფედერაციის წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრებენ და მედიის კითხვებს გასცემენ პასუხებს.
2014 წლის ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩატარების უფლება საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში, ქ. ტალინში გამართულ ევროპის ასოციაციის კონგრესზე მოიპოვა. ჩემპიონატში საქართველოსთან ერთად 15 ქვეყანა მონაწილეობს. თითოეულ გუნდს 50 სპორტსმენი და 13 მწვრთნელი წარმოადგენს. შეჯიბრი ყოველწლიურად, ივნისში იწყება და 2 დღის განმავლობაში გრძელდება . 2014 წელს, ჩემპიონატი 21-22 ივნისს თბილისში ჩატარდება. აღნიშნული ტურნირი მძლეოსნობის პოპულარიზაციასთან ერთად , ამავდროულად საქართველოს ეკონომიური მდგომარეობას ა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან დედაქალაქში ჩამოსულ გუნდებს უამრავი გულშემატკივარი ახლავს. საქართველოში ჩემპიონატის მსვლელობისას ათასზე მეტ უცხოელ სტუმარს ელიან.