ხვალ, 29 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში (მის: წერეთლის გამზ. 95 ა, ყოფილი „დიდუბის მანეჟი“) სს „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწერება „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორობის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და სს „წყალი მარგებელის“ დირექტორი გია გოგოლაძე.
2014 წლის ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩატარების უფლება საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში, ქ. ტალინში გამართულ ევროპის ასოციაციის კონგრესსზე მოიპოვა.