სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გიო ხუციშვილმა და მისმა ბენდმა „გიო და ბიჭები“ . მსჯავრდებულებისთვის სპეციალური კომპოზიციები შეასრულა მუსიკოსმა მერაბ სანოძემ. კონცერტი ხატია შამუგიამ წაიყვანა. მუსიკოსებთან ერთად ღონისძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ქსნის N15 დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით და შემსრულებლებისა და მუსიკოსების მხარდაჭერით არაერთი კონცერტი და შოუ-პროგრამა გაიმართა სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.