27 იანვარს, 13:00 სთ-ზე, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი კონფერენციას - ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისათვის მუხის კასრების გამოყენების მომავალი განვითარების გზები და საქართველოში მუხის კასრების განახლებისა და წარმოების აღდგენა“ გახსნიან.