სარჩელი ეხება პრემიერ-მინისტრის ყოფილიეკონომიკური მრჩევლის ნოდარ (გია) ხუხაშვილის მიერ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტებს და აქედან გამომდინარე ადვოკატისათვის მორალური ზიანის მიყენების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც გასაჯაროვდა ფაქტები პრემიერ–მინისტრის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშინოდარ(გია) ხუხაშვილის მიერ ადვოკატზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლისა და კანონის უხეშ დარღვევაში, რაც ორ კერძო სუბიექტს ( ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს)შორის არსებულ კერძო დავაში კანონის უხეშიდარღვევით ჩართვასა და სახელისუფლო ბერკეტების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატა.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა უკვე მიმართა საქართველოს პროკუატურას და მოითხოვა თანამდებობრივი დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ნოდარ(გია) ხუხაშვილის წინააღმდეგ.
ამ ბრიფინგის კომენტირებისას ხუხაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან, ინტერნეტ გამოცემებთან for.ge, reportiori.ge და გაზეთ „ქრონიკა +“ –სთან საუბრისას გააკეთა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას პატივისა და ღირსების შემლახავი პროვოკაციული განცხადებები, რომელთა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, დიმიტრი გაბუნიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების დაცვის მიზნით.
ამასთან, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, უახლოეს მომავალში პროკურატურას ნოდარ(გია) ხუხაშვილის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.