"ბანკები და ფინანსები" ეკონომიკის ექსპერტთა კლუბში დისკუსიას მართავს

24 იანვარს 13:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში გაიმართება დისკუსია გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ ინიცირებულ ეკონომიკის ექსპერტთა კლუბში.
 
თემა: უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი. პრობლემის ეკონომიკური ასპექტი.
 
განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები: სოსო ცისკარიშვილი, ლევან კალანდაძე; ემზარ ჯგერენაია; ირაკლი ლექვინაძე; ვაჟა ბერიძე; რევაზ არველაძე; პაატა ცინცაძე და სხვები.