შაურმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 10 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქათმის შაურმაში მრავლად იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, ეკოლი, სტაფილოკოკები, პროტეუსი, ობის სოკო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმური ინსპექტირებისას შპს „ლესელიძე - 2014-ში" კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.