ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმებას სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნობელის პრემიის 27-მა ლაურეატმა ღია წერილით მიმართა, სადაც ნობელიანტები პუტინს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი მოქმედი კანონის გაუქმებას სთხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ნტვ" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წერილის ინიციატორები ქიმიის დარგში 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, სერ ჰაროლდ კროტო და მისი მეგობარი, ცნობილი ბრიტანელი მსახიობები იენ მაკკელენი არიან.
"ვიმედოვნებთ, რომ ახალი კანონისადმი უკმაყოფილების გამოხატვით, ხელს შევუწყობთ რუსეთს 21-ე საუკუნეში დაიცვას ჰუმანიტარული, პოლიტიკური და დემოკრატიული პრინციპები, რომელსაც თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვი იცავდა", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.
2013 წლის ივნისში რუსეთის დუმამ დაამტკიცა 2012 წელს შეტანილი კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.