ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში წარუდგინა.
ცესკოს ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი საარჩევნო ადმინისტრაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი, კენჭისყრის დღეს განხორციელებული საქმიანობები და არჩევნების შემდგომი პერიოდი.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ცესკოს საქმიანობაზე შემდეგი მიმართულებით: საარჩევნო პროცესის ორგანიზება, ადმინისტრაციული და სამართლებრივი საკითხების ორგანიზება, ტრენინგები, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა და ამომრჩეველთა ინფორმირება, ტექნოლოგიური ინოვაციები, ამომრჩეველთა სიის სრულყოფის პროცესი და არჩევნების ფინანსური საკითხების ორგანიზება.
დოკუმენტში ასევე ასახულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.