სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ლესელიძე - 2014-ში" კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.

არაგეგმური ინსპექტირება შპს „ლესელიძე - 2014-ში" მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება რამდენიმე ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პაციენტთა განცხადებით, მოწამვლის მიზეზი გახდა თბილისში, ლესელიძის N12-ში შეძენილი შაურმა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აიღეს შაურმის ნიმუშები და შესამოწმებლად ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.