26 დეკემბერს, 19 საათზე, ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართება რიგით მეთერთმეტე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი. ქართული ბრენდის დღის უცვლელი ნომინაციებია:
- ლიდერი
- რეპუტაცია და ნდობა
- წარმატებული ახალი ქართული ბრენდი
- ბრენდ–პერსონა
- წარმატებული ტელეპროექტი
პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ბრენდები მისი განვითარების ყველა ეტაპზე, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ ნაციონალური ბრენდების დღესასწაული. უკვე მეთერთმეტე წელია დეკემბრის ბოლო რიცხვები ,,ქართული ბრენდის დღეს” უკავშირდება. პროექტს 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. ის თავდაპირველად სალონური ხასიათის იყო და მასში მონაწილეობას მხოლოდ ღვინის ბრენდები ღებულობდნენ, თუმცა ,,ქართული ბრენდის დღე’’ წლიდან წლამდე იზრდებოდა სფეროების განვითარებასთან ერთად და ფართო მასშტაბებს იძენდა.
მანანა გეგიძე - ,,ქართული ბრენდის დღის” დამფუძნებელი:
- პროექტის მიზანმა გაამართლა. ,,ქართული ბრენდის დღემ” ღირსეულად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ სინამდვილეში. ჩვენმა პროექტმა შეძლო წარმოეჩინა არა ერთი ქართული ბრენდი მისი განვითარების ყველა ეტაპზე.
ელგუჯა მარღია - ,,ქართული ბრენდის დღის’’ დამფუძნებელი:
- ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად ,,ქართული ბრენდის დღე” წარმატებულ პროექტად იქცა, მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც “პროფილი” დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
პროექტის პარტნიორები და საინფორმაციო მხარდამჭერები:
პარტნიორები: საქართველოს ეროვნული აკადემია, გრანდ ექსპო, ემბი თრენინგი, საქართველოს ფოსტა, ჰორტენზია, ლეგატო, აიტი ექსპერტი.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რუსთავი 2 , ,,მაესტრო’’, ,,პირველი არხი’’, მესამე არხი, საპატრიარქოს ტელევიზია, რადიო “ფორტუნა” , ფორტუნა+ , სტარეფემი, გაზეთი “პრაიმტაიმი”, ჟურნალი “სარკე” , გაზეთი “ყველა სიახლე” , itv. ge , for.ge , presa.ge, droni.ge, myvideo.ge.