სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარეობს 24 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს ბათუმის მესამე დაწესებულების რეკონსტრუქცია, დაბა ლაითურში შენდება 574 მსჯავრდებულზე გათვლილი მაღალი რისკის დაწესებულება. თითქმის დასრულებულია №16 დაწესებულების მშენებლობა, სრული რეკონსტრუქციის შედეგად გაიხსნა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სპეციალური დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი შენობა. ქსნის #15 დაწესებულებაში დასრულდა ახალი საკარანტინო და სამარტოო საკნების სამშენებლო სამუშაოები, ქუთაისის #2 დაწესებულებაში დასრულდა საზოგადოებრივი მისაღების სამშენებლო სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა;
ყველა დაწესებულებაში გარემონტდა და მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ოთახები. ამასთანავე, ყველა დაწესებულების საცხოვრებელი ფართი ევროპული სტანდარტების დაცვით, მინიმუმ 4კვ.მიქნება. №6 დაწესებულებასა და ლაითურის დაწესებულებაში იგეგმება საკნის ფართობის გაზრდა 7 კვ.მ - მდე თითოეულ მსჯავრდებულზე.