ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ამერიკული კომპანიის „აელუს აპოლო ალტო ენერჯი“ დირექტორმა მუკემელ სარიმსაკჩმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი 18 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოაწერეს.
დღესვე ინვესტორსა და სამინისტროს შვილობილი კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმება ახალი კომპანიის დაფუძნებას გულისხმობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 მგვტ-მდე ქარისა და მზის პოტენციური ელექტროსადგურების კვლევა-განვითარებას განახორციელებს.
კომპანიაში „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წილი 15%-ით განისაზღვრება, ხოლო „აელუს აპოლო ალტო ენერჯის“ - 85%-ით. პირველ ეტაპზე ქარისა და მზის ელექროსადგურების მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა განხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც ელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული ადგილები დადგინდება.