დღეს, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რაც ამ ორი ინსტიტუციის დაახლოებასა და თანამშრომლობას მეტ პერსპექტივას შესძენს, საზოგადოება კი მათ მიერ განხორციელებულ არაერთ ერთობლივ საინტერესო პროექტს მიიღებს.
გარდა ამისა, გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი პრეზენტაცია და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან, ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“-სთან და ICOMOS-ის ეროვნულ ჯგუფთან.
ამავე საღამოს, ჯიპას კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან არსებული საკვირაო სკოლის “ყველაფერი თბილისის შესახებ” პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.