შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გიორგი ც. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძენა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 3,2164 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).