“საქართველოს ეკონომიკას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ხუდონჰესის მსგავს მსხვილ პროექტებზე უარი თქვას”

“საქართველოს ეკონომიკას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ხუდონჰესის მსგავს მსხვილ პროექტებზე უარი თქვას”

2013 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 239 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ამავე წლის II კვარტალის მაჩვენებელს 3 პროცენტით, ხოლო 2012 წლის III კვარტალის მაჩვენებელს 20 პროცენტით აღემატება. 2013 წლის 9 თვეში სულ 697 მლნ. დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით პირდაპირი უცხოურ ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში.

“საქართველო ინვესტიციებზე დამოკიდებულ ეკონომიკას წარმოადგენს. ამიტომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დიდწილად სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება განაპირობებს. ის, რომ წელს 1 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა, ნორმალური მაჩვენებელია საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდისათვის ჩვენ საშუალოდ ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გვჭირდება. ამისათვის კი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე მთავრობის მხრიდან პერმანენტული მუშაობაა საჭირო. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსხვილი კერძო საინვეტიციო პროექტები, რომლებიც საქართველოში ფინანსების შემოსვლას უზრუნველყოფს. მაგალითად, ხუდონჰესის პროექტი, რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო შეფერხებულია და რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში 1 მილიად დოლარამდე ინვესტიცია შემოვა. საქართველოს ეკონომიკას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ხუდონჰესის მსგავს მსხვილ პროექტებზე უარი თქვას", - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.