"თიბისი ბანკის" ჟურნალის "ჩლოსერ - თქვენ გვერდით" თეატრალიზებული პრეზენტაცია გაიმართება

ღონისძიება 18:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, "თიბისი ბანკის" ჟურნალი ხელოვნებაზე, კულტურასა და ფინანსებს დაეთმობა.

"გვეწვიეთ პრეზენტაციაზე, შეხვდით საინტერესო ადამიანებს, დატკბით სასიამოვნო მუსიკით და გაიზიარეთ ჟურნალის პირველად გადაფურცვლის სიამოვნება. იღბლიანი მკითხველი ჟურნალში სასიამოვნო სიურპრიზს აღმოაჩენს", - აცხადებენ ორგანიზატორები.