შსს სსიპ „112“ მოსახლეობას უსაფრთხოების სერვისს სთავაზობს

შსს სსიპ „112“ მოსახლეობას უსაფრთხოების სერვისს სთავაზობს

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - „112“,  მოსახლეობას სთავაზობს მომსახურებას, უსაფრთხოების სისტემების სახით. აღნიშნული მომსახურების მიზანია მხუთავი აირისა (CO)  და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია ფატალური შედეგების დადგომამდე.

სერვისი ეფექტურია, ვინაიდან სისტემა რეაგირებს მანამდე, ვიდრე ადამიანი შეიგრძნობს საფრთხეს, განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის „112“-ში და აღნიშნული სამსახური უმოკლეს დროში აგზავნის საპატრულო ეკიპაჟებს, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ინციდენტის ლიკვიდაციის   ვადებს.

მომსახურების გადასახადი ფართის კვადრატულობის მიხედვით განისაზღვრება და ყოველთვიური ტარიფები ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში განსხავებულია.

მინიმალური გადასახადი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, 100 კვ.მ-ზე 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 100 კვ.მ-ზე 40 ლარს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირების შემთხვევაში, სტანდარტულ პაკეტთან ერთად მოქმედებს კორპორატიული პაკეტით გათვალისწინებული ტარიფიც.

EN 54-ით სტანდარტიზირებულ უსაფრთხოების სერვისი გულისხმობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული დეტექტორებით ობიექტის აღჭურვას ან/და ობიექტზე უკვე მოქმედი სახანძრო სისტემის ჩართვას „112“-ის სერვისში.