„ნატახტარის ლიმონათის“ ახალი შეფუთვა

„ნატახტარის ლიმონათის“ ახალი შეფუთვა

კომპანია „ნატახტარი“ მომხმარებელს ლიმონათის ახალ, ბევრად მოსახერხებელ შეფუთვას სთავაზობს. 11 დეკემბრიდან "ნატახტარის ლიმონათის“ შეძენა პოლიეთილენის (პეტი) 0, 33 ლ მოცულობის ბოთლითაც არის შესაძლებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტი, რომლის ფასი 50 თეთრია, უფრო მოსახერხებელი, იაფი და კომფორტული იქნება.

ცნობისთვის, დღეისათვის კომპანია მომხარებელს 10 არომატის ლიმონათს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი) სთავაზობს. პოლიეთილენის 0,33 ლიტრინი შეფუთვით თქვენ ყველა არომატის დაგემოვნება შეგეძლებათ.