ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, 17:00 საათზე თიბისი ბანკში გაიმართება საგანმანათლებლო ვებპორტალი თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის - „7 ნაბიჯი წარმატებისკენ” – ახალი კომპონენტია.
ვებპორტალი მისამართზე www.tbcbusiness.ge ქართული ბაზრის თავისებურებებს ითვალისწინებს და მეწარმეებს უფასო პრაქტიკული რჩევებით, კონსულტაციებით და სხვა სერვისებით დაეხმარება.
ვებპორტალი, რომელიც IFC-ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა, მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელს შეუწყობს,გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და მომგებიანი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ეკონომიკის ზრდას წაახალისებს.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის გენერალურიდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და IFC-ის ბიზნესის რეგიონული მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პატრიკ ლუტერნაუერი.