სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა გორგასლის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ლია ლორთქიფანიძისა" და ი/მ "მურმან მარუაშვილის" მარკეტების შემოწმებისას ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ამოღებულია სხვადასხვა წარმოების იოგურტი, რძის კოქტეილი (ე. წ. შეიკი), სულგუნი, მოჭიქული ყველი, არაჟანი, კეფირი, ჩიპსი, გახუხული პური, გარგარის ჩირი ("კურაგა"), ხორცპროდუქტები, ყავა.
ამოღებული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.