სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებმა ახმეტაში, საგარეჯოსა და ბოლნისში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ახმეტაში ი/მ "გიორგი ფარეულიძის", ი/მ "მედეა სეხნიაიძის", ი/მ "დარიკო ჩარხოშვილისა" და ი/მ "გიორგი იდიძის" სასურსათო მაღაზიებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების მცენარეული ცხიმი, ტომატ-პასტა, მაიონეზი, ხორცის ფარში, პომიდვრის პიკული, ორცხობილა, რულეტი, "გალინა ბლანკა"; საგარეჯოში - ი/მ "მაია დოლენჯაშვილისა" და ი/მ "ნანა როსტომაშვილის" მარკეტებიდან - სხვადასხვა დასახელების ლუდი, ლიმონათი, ორცხობილა, მაწონი. ბოლნისში ი/მ "მარეტა სტეფანიანის" მარკეტში გამოვლინდა ვადაგასული კარაქი, მარგარინი, საბავშვო სოსისი.
ამოღებული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.