რუსთველის თეატრისა და ფონდი "ქართული გალობის" მიერ ორგანიზებული ანჩისხატის მგალობელთა გუნდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს 19:00-საათზე იყო დაგეგმილი, მოულოდნელი ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო. როგორც რუსთაველის თეატრში განმარტავენ კონცერტის გადადება თეატრში გამოწვეულმა მოკლე ჩართვამ განაპირობა. კონცერტი გაიამრთება ხუთშაბათს , 12 დეკემბერს , 19:00 საათზე. გაყიდული ბულეთები კვლავ ძალაშია.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ , რადიო „ ფორტუნა“, „IPN.ge” და „რუსთაველის თეატრი“
ქართული კულტურის ტრადიციული ხელოვნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რომელსაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა წარმოადგენს, დღეს თავისი განსაკუთრებული ადგილი და ავტორიტეტი აქვს მოპოვებული ანჩისხატის მგალობელ-მომღერალთა გუნდს. ამ თერთმეტკაციან ჯგუფს წელს 25 წელი შეუსრულდა; ამ ხნის განმავლობაში ანჩისხატის გუნდს ქართული კულტურის, ტრადიციული მუსიკის შესწავლის, აღორძინებისა და გავრცელების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, რაშიც უპირველესად ძველი, მივიწყებული საეკლესიო საგალობლების შესწავლა-აღორძინება და მისი ქართულ საღვთისმსახურო სივრცეში დაბრუნება იგულისხმება. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ათეისტური რეჟიმის პირობებში ანსამბლ “გორდელასა” და “რუსთავის” მიერ წამოწყებული ქართული გალობის აღდგენის საქმის მასშტაბურად ხორცშესხმა, სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება.