იუსტიციის სახლის განცხადება

იუსტიციის სახლის განცხადება

თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობის აღდგენამდე, მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება შეუძლიათ“ლიბერტი ბანკის” 27 და “საქართველოს ბანკის” 10 ფილიალსა და სერვისცენტრში, აგრეთვე თბილისის 31 ავტორიზებულ ნოტარიუსთან (იხ. ჩამონათვალი).

გარდა აღნიშნულისა, აღსრულების ეროვნული ბიურო (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი) და იუსტიციის სახლისდროებითი სერვისცენტრი (მის.: ჩუბინაშვილის ქუჩა N68, თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთა) მოქალაქეებს მოემსახურებიან 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, შაბათ–კვირის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს: 2405 405