საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალურმა სპონსორმა კომპანია „ნატახტარმა" კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშკრულება შეთანხმდა, რომელიც დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. კომპანია „ნატახტარი" ეროვნულ ნაკრებს 2011 წლიდან საკუთარი ბრენდის, „ქარვას" სახელით სპონსორობდა.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით გააგრძელებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას „ნატახტარი" საკუთარი სახელით გაუწევს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, თანამშრომლობისა და ხელშეკრულების დეტალებზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ისაუბრეს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ბესიკ ლიპარტელიანმა და თორნიკე ნიკოლაიშვილმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს.