სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოსწარმომადგენლებმა თელავში დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი გამოავლინეს.
ი/მ "ალექსანდრე მეტრეველის", ი/მ "თამარ ჭიბალაშვილის", ი/მ "ეკატერინე ალადაშვილის", ი/მ "მარინე ცაციაშვილისა" და ი/მ "მარინა სამადაშვილის" მარკეტებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ლუდი, ძეხვი, სოკოს მარინადი, ნატურალური წვენი, ზეთი, თევზის კონსერვი, მაიონეზი, შოკოლადის ნაკრები და ფილები, შედედებული რძე, სოსისი, ორცხობილა, ჩიპსი; ასევე, ნახევარფაბრიკატები - ხორციანი ბლინი, კარტოფილის პელმენი, საქონლის შებოლილი ხორცი.
ამოღებული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.