სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა დიდ დიღომში მდებარე შპს "555"-ის მარკეტში სხვადასხვა სახეობის ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

ამოღებულია ასაწონი ნახევარფაბრიკატები, ფენოვანი ხაჭაპური, ცომი "ფენოვანი", ნახევრადშებოლილი ძეხვის ბატონები, მდნარი ყველი, გაყინული ქათამი, ქათმის ფილე, რძის პროდუქტები, შედედებული რძე, თევზის კონსერვები, პაშტეტი, ლეჩო, აჯიკა, ტომატი, სხვადასხვა დასახელების ყავა (ნალექიანი და უნალექო), ერთჯერადი ჩაი და ყავა, კანფეტები, კაკაო. სურსათის უმრავლესობას ვარგისიანობის ვადა 2012 წელს ჰქონდა გასული.

აღნიშნული პროდუქცია დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.