„ვინოპოლისში“ ქართული ღვინის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

„ვინოპოლისში“ ქართული ღვინის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

საქართველომ წელს პირველად ლონდონის საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ქართული კვირეულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით,  ღვინის მუზეუმში - „ვინოპოლისი“ - ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით გამართული ღონისძიების მასპინძლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს,  ქართული ღვინისა და სომელიეთა ასოცოაციების წარმომადგენლები იყვნენ.

ლონდონის ისტორიულ უბანს, სადაც წლევანდელი საშობაო ბაზრობა გაიმართა, ყოველწლიურად 25 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ბაზრობას, რომელიც ქართული პროდუქციის და განსაკუთრებით ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ბევრი დამთვალერებელი სტუმრობდა.