საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან.
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.