ქვეყნის პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, პრიორიტეტულია ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში.
"ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას",-განაცხადა პრეზიდენტმა.