"ლიბერთი ბანკმა" ახალი საკრედიტო ბარათი Shopping Card-ი გამოუშვა. Shopping Card-ის უპირატესობებზე "ლიბერთი ბანკის" გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ასანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საკრედიტო ბარათის ძირითადი უპირატესობებია - უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი-წლიური 26.00%; საოცარი თვისება – Shopping Card-ით წარმოებული ყოველი მეათასე ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება უკან ბარათის მფლობელს; ონლაინ შოპინგი ყველა ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც იღებს გადახდებს VISA სისტემისგან; კომუნალური და სხვა სახის გადასახადების გადახდა ბარათის საშუალებით; Smartivi ბარათის ბალანსის შევსება და 300–ზე მეტი პროვაიდერის გადასახადის გადახდა; 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების წერტილში (ინფორმაცია სავაჭრო და მომსახურების ობიექტების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.cheap.ge)", - განაცხადა ასანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბარათს გააჩნია წლიური მომსახურების და საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების შეღავათიანი საკომისიოები.